მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ირკვევა, რომ მას საქართველოში კონცერტის გამართვა უნდოდა, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებმა დაფინანსებაზე უარი უთხრეს. ამის გამო შემსრულებელი გულისწყვეტას გამოხატავს.
“ვწერ ჩემს საყვარელ ქართველ მსმენელს და მაყურებელს..იმათ ვინც ელოდება ჩემს კონცერტს საქართველოში… შეტანილი მქონდა განცხადება საქართველოს მერიასა და კულტურის სამინისტროში თხოვნით, დაეფინანსებინათ ჩემი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც წარმოდგენილი მექნებოდა ერთ-ერთი ჩემი ბროდვეის საკონცერტო პროგრამა, მსოფლიო უნიკალურ მუსიკოსებთან ერთად.
მოკლედ რომ ვთქვა, ისეთ გიჟ ზანგებთან ერთად, როგორებიც არიან მინგუს ბენდის ჯაზვარსკვლავები… ასევე მინდოდა, ჩემს კონცერტში მიეღოთ მონაწილეობა ჩემი “ვოისის“ ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერლებს. მე მგონი, დიდი ბიძგია და წინსვლა ქართველი ახალგაზრდებისთვის ეგეთ მუსიკოსებთან სიმღერა, მაგრამ სამწუხაროდ, უარი მითხრეს დახმარებაზე მერიამ და კულტურის სამინისტრომ, ფული არ გვყოფნისო. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს…
ჩემი კონცერტები იგეგმება ამერიკაში ნოემბრიდან, მწყდება გული, რომ ჩემს საყვარელ ყველაზე საყვარელ ქართველ მაყურებელს ვერ უმღერებ, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაცა და როდესმე და როგორმე, გამოიცვლება უკეთესობისკენ ჩემს საქართველოში…
ხო, მინდა შეგახსენოთ, რომ არ მივეკუთვნები არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას და პარტიას. მაქვს ჩემი აზრი და ვცემ დიდ პატივს ყველა იმ ქართველს, ვისაც შეუძლია, ჭეშმარიტად უყვარდეს თავისი ერი და ემსახუროს მას მთელი გულით… ყოველგვარი ქურდობის, ფულის გათეთრების და ვითომ პატრიოტობის გარეშე… პატივისცემით, ნუცა შანშიაშვილი“.