ნუცა შანშიაშვილი იხსენებს, როგორ გაიკეთა ტუჩის ოპერაცია მოსკოვში 25 წლის წინ

0
439

ნუცა შანშიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გაიხსენა, როგორ გაიკეთა მოსკოვში 25 წლის წინ ტუჩის ოპერაცია. ის აღნიშნავს, რომ ცნობილ ექიმს მიმართა, თუმცა მეორე პროცედურაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, არ მივიდა… მომღერალმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა პირად მიმოწერაში მისწერა, რომ ტუჩის პლასტიკა ძალიან ცუდად აქვს გაკეთებული, რასაც თავად ეთანხმება.

ნუცა შანშიაშვილი:

„ჩავედი რუსეთში კარიერის ასაწყობად. ყველას მოსწონდა ჩემი სიმღერა. გავთხოვდი „პენტჰაუსის“ მთავარ რედაქტორზე. ხომ ხვდებით, რა „ტუსოვკაში“ აღმოვჩნდი. ერთმა ძალიან ლამაზმა ქალმა შემომთავაზა, კარგი ფაქტურა გაქვს და ზედა ტუჩი ოდნავ რომ გაიკეთო, მეტი არ გინდაო. ექიმის გვარს არ დავასახელებ, საკმაოდ ცნობილია. 25 წლის წინ სად იყო ფილერი? იყო სილიკონი… დამაწვინა ექიმმა, ლამაზი გოგო ხარ და დახუჭე თვალებიო… მოაქვს სადგისი, უზარმაზარი. ტუჩი გამიცია და მესმის უცნაური ხმა… რომ მოვრჩით, მითხრა, ეს პირველი პროცედურაა და აუცილებლად უნდა დაისრულოო. 20 წლის ასაკში როგორი გარეკილი მექნებოდა, ხომ ხვდებით და დამრჩა ეს ტუჩი გაფურჩქნილი მარჯვენა მხარეს და მარცხენაზე ჩაჩუტული… არ მივსულვარ…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here