ნუცა ბუზალაძის შავი გულახდილი კაბა ანუკი არეშიძისგან – “ბედნიერი ვარ…”

0
20

ნუცა ბუზალაძემ გუშინ ჯემალ სეფიაშვილის საღამოზე იმღერა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს 83-ე იუბილეს ეძღვნებოდა. ნუცა ამ საღამოსთვის საკმაო ხანია ემზადება. ჯემალ სეფიაშვილმა მას ახალი სიმღერის შესრულება ანდო.

ნუცა საღამოზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. მის ჩაცმულობაზე ანუკი არეშიძემ იზრუნა. სწორედ მისი შექმნილი, ფერადი ქვებით გაფორმებული შავი კაბა ეცვა მომღერალს და ამით აშკარად კმაყოფილი იყო, რადგან კაბის ავტორი განსაკუთრებულად აღნიშნა და მთლიანი ჩაცმულობის ფოტოც გამოაქვეყნა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ნუცამ სპეციალური სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში:

“დღეს ჩემთვის ნამდვილად საპასუხისმგებლო დღე იყო! პირველად საქართველოს ისტორიაში “ვეფხისტყაოსნის” ტექსტზე დაიწერა სიმღერა რომელიც დღეს შევასრულეთ პატრიარქის დაბადების დღეზე დიდი მადლობა ბატონ ჯემალ სეფიაშვილს! დღეს მართლაც რომ არაჩვეულებრივი კონცერტი მიუძღვნა ჩვენს უწმინდესს! ბედნიერი ვარ…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here