დუბაიში, ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, ნუცა ბუზალაძე თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრა და შესანიშნავი დასვენების დღეები მოიწყო. მას სასტუმროს პერსონალმა არაერთხელ მიულოცა დაბადების დღე, ნუცამ გაისეირნა სასტუმროს საოცრებათა პარკში, მოკლედ, საკმაოდ კარგად ატარებს დროს.
ამ მოგზაურობაში ნუცამ საკმაოდ მდიდრული გარდერობი წაიღო და ყოველდღიურად ფოტოებში ახალ-ახალი კაბებით ჩნდება, მათ შორისაა, წითელი, იასამინსფერი და ოქროსფერი ტანზე მოტკეცილი კაბებიც.