ნუცა ბუზალაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია 22 მარტს გაიმართება

0
1424

22 მარტს „რესპუბლიკაში“ ნუცა ბუზალაძის ახალი, სადებიუტო ალბომისა და ალბომში შესულ ერთ-ერთ სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი რომელის სახელწოდებაა „NUTSA 22”, „ბრავო რექორდს“-ში ჩაიწერა.

ალბომი სამენოვანია, მასში შესულია თერთმეტი ახალი სიმღერა – „გელოდები“; „ჩვენია დედამიწა“; „ერთად გვინდა“; „ნუ მოუსმენ“; „გულს რომ უყვარდე“; „In My Dreams”; “Forever Mine”; “Beautiful Lies”; “White Horses Run”; “Like An Ocean”; “Erev Kahol Amok”. ჩამოთვლილი სიმღერებიდან ოთხი,  თავად ნუცას ეკუთვნის, ხოლო  დანარჩენი შვიდი ცნობილ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს.

ვიდეოკლიპი, რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზეა გადაღებული, სახელწოდებით „გელოდები“.

კლიპის რეჟისორი – ზაზა ორაშვილი

პროდიუსერი – შაკო პოპიაშვილი

Make Up – ეკატერინე ჩანჩიბაძე (ჩანჩიკა)

კოსტიუმები – ლაშა ჯოხაძე

მუსიკალური პროდიუსერი – ალეკო ბერძენიშვილი

არანჟირების ავტორი – ბორიკო შხიანი

ნუცა 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ “მართვეში”; შემდეგ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ “მზიურის” მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე უკრავდა სოლო გიტარაზე. 8 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. კონკურსში პირველად 8 წლისამ მიიღო მონაწილეობა. ეს იყო – საერთაშორისო პროექტი “ხმა საქართველოდან“, რომელშიც მან ლაურეატის წოდება მიიღო. შემდეგ იყო პროექტი “ანა-ბანა”. ნუცა არის პროექტ “ნიჭიერის” ნახევარფინალისტი. 14 წლის ასაკში მან სწავლა დაიწყო „Georgian Dream Studio“-ში, სადაც კასტინგის გზით შეარჩიეს. 16 წლის ასაკში იგი მონაწილეობდა პროექტ “ერთი-ერთში”, ის მსოფლიოში ამ პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე გახდა და მეოთხე ადგილი დაიკავა. 17 წლის ასაკში ნუცამ პირველი აღიარება მოიპოვა – საერთაშორისო პროექტ „იურმალას“ (ახალი ტალღა) გამარჯვებული გახდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო “ცეკვავენ ვარსკვლავებში”, “ორ ვარსკვლავში”, თურქულ “ახალ ხმაში” და 2017 წლის ევროვიზიის შესარჩევ ფინალში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.