ნუცა ბუზალაძეს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარდგენის სურვილი აქვს: „დიდი სიამოვნებით მოვუტანდი ჩემს ქვეყანას წარმატებას…“

0
424

ნუცა ბუზალაძის „ევროვიზიაზე“ გამგზავრების მოთხოვნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც უკვე 1400-ზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული. მომღერალი გახარებულია ამ ფაქტით და წერს, რომ სიამოვნებით გაემგზავრება საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს სახელით.

„wow! ძალიან მსიამოვნებს, რომ ასეთი გამოხმაურება აქვს მოთხოვნას ჩემი წასვლის შესახებ ევროვიზიაზე❤ ხალხის მხარდაჭერას მე ყოველთვის ვგრძნობ და დიდი მადლობა თქვენ! აქაც და ინსტაგრამზეც, მართლა ყველა ქართველი ეროვნების ადამიანს, აქ მცხოვრებს, თუ ემიგრანტს, ყველას ერთი სურვილი აქვს♥ , მეც დიდი სიამოვნებით მოვუტანდი ჩვენს ქვეყანას წარმატებას, მაგრამ ვნახოთ, როგორი შესარჩევი ტური იქნება. იდეალურ შემთხვევაში, მე წარვადგენ საქართველოს, თუ მომცემენ იმის საშუალებას, რომ რამდენიმე სიმღერა ჩავწერო და ხალხმა ამოირჩიოს, თუ რომელი სიმღერა ჯობია, რომ წარვადგინო. ეს არის ჩემი აზრი, თქვენ როგორ ფიქრობთ?“, ეკითხება მომღერალი თავის თაყვანისმცემლებსა და მეგობრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here