ნუცა ბუზალაძემ თურქული “ვოისი” დატოვა

0
142

ნუცა ბუზალაძემ თურქული “ვოისი” დატოვა – ამის შესახებ მომღერალმა, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, ფეისბუქის საშუალებით ამცნო საზოგადოებას. მუსიკოსმა პოსტში თურქეთში მცხოვრებ ქართველებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დაგვპირდა, რომ საამაყო კიდევ ბევრი გვექნება…

“კი მართალია გამოვეთიშე პროექტს!! :))) მაგრამ ეს მე ისედაც ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქს და ამღერებდნენ თურქულად. თურქებს კი რა თქმა უნდა თავისიანი მოეწონებოდათ 🙂 ესეც მოხდა!! თუმცა არავინ არ მინდა რომ ინერვიულოთ! მე არ დავმარცხებულვარ! გამარჯვება ჩემი ისაა რომ ამხელა ქვეყანაში სადაც არ უნდა წავიდე ყველგან მცნობენ და უკვე საკმაოდ ბევრი ფანი გამიჩნდა, მაგრამ ფინალში გადასვლას წყვეტს ხალხი რომელიც დარბაზში ზის და პულტები უჭირავს ხელში! ესაა ერთადერთი უსამართლობა! მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს + ამას ბევრი შემოთავაზებები! დაელოდეთ სიახლეებს, კარგ სიახლეებს ❤ Fighter no matter what! და კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს! მე ვიცი რომ თქვენ ორმაგად ნერვიულობდით ჩემს ყველა გამოსვლაზე! მე გპირდებით რომ საამაყო კიდევ ბევრი გექნებათ ❤” – წერს ნუცა სოციალურ ქსელში…

[jwplayer mediaid=”11568″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here