ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის დინამოსა და „საბურთალოს“ შორის მატჩი გაიმართა. საფეხბურთო მატჩის წინ აუდიტორიის წინაშე წარდგა მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც თავისი ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა წარმოადგინა. კომპოზიცია ნუცასთვის მიშო სულუხიამ დაწერა და ის ნუცამ პირველად ალბანეთში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე შეასრულა, მეორედ კი, ბათუმის სტადიონზე.