მომღერალი ნუცა ბუზალაძე, სექტემბერში საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ, მან „მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა.
– ნუცა, რატომ გადაწყვიტეთ ლოს-ანჯელესში გამგზავრება?
– მე წელს უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია, რადგან მინდა საზღვარგარეთ ვისწავლო, ვაპირებ ლოს-ანჯელესში გავემგზავრო და იქ ვისწავლო მიუზიკლის განხრით. ახლა „ევროვიზიის“ კონკურსის დასრულებას ველოდები, თუ წავედი „ევროვიზიაზე“ და ევროპელმა პროდუსერებმა შემამჩნიეს, დროებით ისევ გადავდებ სწავლას.
– მარტო გაემგზავრები სასწავლებლად?
– კი, მარტო მომიწევს წასვლა. მართალია ჩემი ოჯახისთვის დიდი ხნით ჩემი შორს გაშვება რთული იქნება, მაგრამ დედა ყველაფერში მიწყობს ხელს და ამ განშორებასაც გაგებით მოეკიდება, რადგან ის ჩემი კარიერისთვის არის საჭირო.