ნუცა ბუზალაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში დუბაიში ცხოვრებას მიმოიხილავს, სადაც ახლახან გადავიდა სამუშაოდ და აღნიშნავს, რომ მას სერიოზული პროექტები ელოდება წინ: „ერთ-ერთი უკვე განხორციელდა, როდესაც დიდ ორკესტრთან ერთად ვიმღერე. მოულოდნელად ჩემთვის ძალიან ბევრი კარი გაიხსნა. ადამიანებთან ურთიერთობა და ნაცნობობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ სფეროში“.