ნუცა ბუზალაძე გახდომის საიდუმლოს გვიმხელს – „საკუთარ თავს ვეღარ ვუყურებდი…“

0
2573

ნუცა ბუზალაძე ამ ბოლო დროს ჯანსაღად ცხოვრობს, ვარჯიშობს და საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამ თემაზე მომღერალს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

ნუცა:

დიეტითა და ვარჯიშით მოვაღწიე საკმაოდ ნორმალურ შედეგს, დავიკელი სადღაც 7 კილოგრამი. ზუსტად იმიტომ ვერ ვამბობ, რომ არ ვიცი, დაკლებამდე რამდენ კილოს ვიწონიდი. უბრალოდ, ჩემს ხასიათზე ამან ძალიან იმოქმედა. ზოგადად, ჭარბი წონა ადამიანების განწყობაზე ძალიან მოქმედებს და არც მე ვარ გამონაკლისი.

დასასვენებლად გახლდით. როცა თბილისში დავბრუნდი, დედაჩემმა აეროპორტში რომ მნახა, მოგვიანებით მეუბნებოდა, არ გითხარი, მაგრამ ძალიან იყავი გასუქებულიო. მეც ვგრძნობდი, რომ ძალიან მოვიმატე. საერთოდ, როცა დასასვენებლად მივდივარ, ჭამა-სმასაც ვგულისხმობ. სასმელიც ძალიან მასუქებს და ჭამა თავისთავად. 24-საათიანი გრაფიკით ვჭამ ხოლმე. ეს ძალიან დამეტყო და საკუთარ თავს ვეღარ ვუყურებდი. სასწორზეც კი არ დავდექი, რომ არ გამეგო, რამდენი კილო ვიყავი (იცინის). იხილეთ სრულად… (ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here