29.8 C
Tbilisi
Tuesday, August 9, 2022

ნუცა ბუზალაძე: „ბევრი ადამიანისთვის უკვე გავხდი ინსპირაცია, ბევრისთვისაც მოტივაცია, რაც ცალსახად ჩემი მთავარი მიზანი იყო 23 წლის ასაკში!..“

ნუცა ბუზალაძე 23 წლის გახდა 28 იანვარს მან დაბადების დღე დუბაიში აღნიშნა. რასაკვირველია, არც ამ დაბადების დღეს ჩაუვლია წითელი ვარდების თაიგულის გარეშე.

ნუცამ დაბადების დღე ამ სიტყვებით აღნიშნა:

„დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი წელი და ახალი ეტაპი. ველოდები დაუვიწყარ ემოციებს, დიდ გამარჯვებებს, ჩემი მიზნისკენ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს, სწორ ადამიანებს და რაც მთავარია, საინტერესო, საჭირო გამოცდილებებს! ბევრი ადამიანისთვის უკვე გავხდი ინსპირაცია, ბევრისთვისაც მოტივაცია, რაც ცალსახად ჩემი მთავარი მიზანი იყო 23 წლის ასაკში!

მადლობა მინდა გადავუხადო სამყაროს, იმისთვის, რომ 23 წლამდე ამდენი რამით დამაჯილდოვა! უსაზღვროდ მადლიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები, რას მომიტანს ეს წელი. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და რაც ყველაზე მთავარია, სასწაულების! იმიტომ რომ, ყოველთვის რაღაცის როცა ძალიან გწამს, აუცილებლად ხდება ♥️ მიყვარხართ!!!!!“

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები