Nonstop ბენდის პირველი სიმღერა და კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

0
960

Nonstop ბენდის პირველი სიმღერისა და კლიპის პრემიერა „სხვა შუაღამის“ ეთერში 2 მაისს შედგა. ახალი ვიდეორგოლის ავტორი ცნობილი რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ოპერატორი ლევან ლეკიაშვილი.

სიმღერის სახელწოდება გახლავთ „ერთი შანსი“ და ის vinyl sound სტუდიაში ჩაიწერა, ხმის მიქსინგი ზურა კიკნაძეს ეკუთვნის, კომპოზიციის მელოდია და ტექსტი ასევე მისია.

სიმღერას ბენდის წევრი სანდრო სახამბერიძე ასრულებს.

ვიდეორგოლი ბათუმშია გადაღებული.

ბენდის პროდიუსერი კახი მამულაშვილი გახლავთ.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here