ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო“, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მცირე ხნის წინ დაქორწინდნენ. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ქართული ელემენტებით გაფორმებული სამოსი ქორწილის ერთ-ერთი საინტერესო შტრიხი გახლდათ. მათი ბედნიერება ოჯახის წევრებთან ერთად უამრავმა მეგობარმა გაიზიარა, მათ შორის იყვნენ ნოეს მეგობრები შოუბიზნესიდან თუ ტელევიზიიდან.
ახლახან „პრაიმშოუმ“ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა კადრები ქორწილიდან, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.