ნოე სულაბერიძე: “სხვადასხვა არხის ეთერში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის…”

0
879

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ვიდეორგოლს, რომელიც სოფო ბედიას იდეით, ქართველმა მომღერლებმა გადაიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ.

პროდიუსერი და ტელეწამყვანი სოცქსელებში კლიპის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას ბულინგად აფასებს და გია ჯაჯანიძეს მადლობას უხდის, რომ მომღერლებს კლიპის წარდგენის საშუალება მისცა.

გთავაზობთ მის პოსტს:

“ადამიანებს გულწრფელად უნდოდათ, რითიც შეეძლოთ, გვერდში დგომა გამოეხატათ. იმ ფონზე, როცა შოუბიზნესი პატარ-პატარა გამონათებების გარდა, ამ ქვეყანაში დედამიწაზე მეტად გაყინულია და მუსიკალური ჩარტებიც კი არ გვაქვს მარტო იმიტომ, რომ კლიპებს ვერ იღებენ და ამ მიზეზებით სხვადასხვა არხის ეთერებში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის, ასეთი ბულინგი, მგონია, არ მოსულა. რთულია სახლში ყოფნა მაშინ, როდესაც გინდა, რაღაც მაინც გააკეთო მძიმე დროს. დაცინვა ყოველთვის მარტივია. ყველას არ შეუძლია თბილისო, ტიტები, იები და ცივი ნოემბერი დაწეროს, თუმცა მცდელობა, მონაწილეობა მიიღო მსგავს თემატიკაში, განსაკუთრებით ასეთ დროს, დასაფასებელია. ჩემი მხარდაჭერა ყველა მომღერალს.

Giorgi Jajanidze ჩემი მადლობა, რომ შესაძლებლობა მიეცი!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here