ნოე სულაბერიძე “რეაქციის“ დახურვაზე: “დეჟა ვუ მაქვს…“

0
46

“იმედის“ ორი გადაცემის, “ცეკვავენ ვარსკვლავებისა“ და “ორი ვარსკვლავის“ ყოფილი პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ინგა გრიგოლიას ფეისბუქის საშუალებით მიმართავს და მისი გადაცემის დახურვას ეხმაურება:

“ბუნებრივია, რომ მეც თქვენსავით ძალიან ვწუხვარ ტრადიციული მშრალი და ნაცნობი სტილისტიკით ორი ფლაგმანი პროექტის დახურვით! ინგა გრიგოლია კორექტულად რომ ვთქვა, დეჟა ვუ მაქვს, თუმცა ისევე, როგორც უმრავლესობას, მეც მგონია, რომ ეგეც დროებითია და შენი შესაძლებლობების დამფასებლები ყოველთვის თავის სიტყვას იტყვიან, რასაც უმოკლეს დროში გისურვებ.
…თუმცა ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში მაინტერესებს ამ გადაცემების “იმედელი” მეგობრების და რაც მთავარია, შენი ხშირი რესპოდენტების (განსაკუთრებით მმარათველი რგოლიდან) საჯარო პოზიცია, რომელიც მოწერილ გულებში, ინბოქსში და პირად სატელეფონო ზარებში არ გამოისახება…“