ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილს გარდაცვლილი დედის გზავნილად მიიჩნევს

0
617

ნოე სულაბერიძემ „სიცრუის დეტექტორში“ მეუღლის, ჯანეტ ქერდიყოშვილის შესახებ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა მის არსებობას გარდაცვლილი დედის გზავნილად.

„კი, მივიჩნევ. ჯანეტი გავიცანი იმ დღეებში, როდესაც ძალიან მალე უწევდა ლილის წლისთავი. წინა დღეებში ჯანეტი აპირებდა გამგზავრებას უკან, მოგეხსენებათ, აქ არ ცხოვრობდა. ისე აეწყო, რომ არ წავიდა. მივხვდი, რომ ემოციური ფონი ისეთი იყო, რომ თვითონაც არ უნდოდა წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჯანეტს ვთხოვე, წამოსულიყო და ჩემთან ერთად ყოფილიყო. ორი ნაბიჯით უკან იდგა, შინაგანი რიდი ჰქონდა ალბათ, ძალიან მოკრძალებით და ხმას არ იღებდა. ისეთი ემოციური ფონი იყო, სიმართლე გითხრა, იმ მომენტში განსაკუთრებულად ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანია, ვისთანაც ერთად მინდა ცხოვრება. გრძნობა რა თქმა უნდა უკვე არსებობდა, მაგრამ შეიძლება, გრძნობა არსებობდეს და გადაწყვეტილებას ვერ იღებდე. ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, ვისთან ერთდაც მინდა დავბერდე. ეს ის ადამიანი, ვისითაც ლილი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იამაყებდა და სწორ რჩევებს მომცემდა. ზუსტად მაგიტომაც გავეცი პასუხი ამ კითხვას ზუსტად ასე“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here