11.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

ნოე სულაბერიძე გრანდიოზული პროექტებით ბრუნდება

პროდუსერი, ნოე სულაბერიძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტელევიზიას დაუბრუნდა. ის „ჯი დი ეს“-ზე გადაცემა 18+ის წამყვანი გახდა, მაგრამ სულაბერიძის ტელეწამყვანობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ტელეკომპანიში ყველა გადაცემა იხურება და GDS გასართობ-შემეცნებით მაუწყებლობად კეთდება.

ნოე სულაბერიძე საქმიანობას ისევ პროდუსერის ამპლუაში გააგრძელებს, ამჯერად ისევ „ტელეიმედზე“.

„ჯერ სულ რამდენიმე დღეა რაც „იმედში“ ვარ. რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ, თუ რა გადაცემებს განვახორციელებთ ამ სეზონზე“ – განაცხადა პროდუსერმა ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება იმას, რა ფორმით გააგრძელებს „იმედზე“ მუშაობას პროდუსერი, მან განაცხადა, რომ ის გადაცემების პროდუსერი იქნება, რადგან წამყვანობა მისი მიზანი არასოდეს ყოფილა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები