პროდუსერი, ნოე სულაბერიძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტელევიზიას დაუბრუნდა. ის „ჯი დი ეს“-ზე გადაცემა 18+ის წამყვანი გახდა, მაგრამ სულაბერიძის ტელეწამყვანობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ტელეკომპანიში ყველა გადაცემა იხურება და GDS გასართობ-შემეცნებით მაუწყებლობად კეთდება.
ნოე სულაბერიძე საქმიანობას ისევ პროდუსერის ამპლუაში გააგრძელებს, ამჯერად ისევ „ტელეიმედზე“.
„ჯერ სულ რამდენიმე დღეა რაც „იმედში“ ვარ. რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ, თუ რა გადაცემებს განვახორციელებთ ამ სეზონზე“ – განაცხადა პროდუსერმა ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება იმას, რა ფორმით გააგრძელებს „იმედზე“ მუშაობას პროდუსერი, მან განაცხადა, რომ ის გადაცემების პროდუსერი იქნება, რადგან წამყვანობა მისი მიზანი არასოდეს ყოფილა.