ნოე სულაბერიძე: “ბინოკლით როდემდე უნდა იყუროთ სხვის საწოლში?”

0
25

ნოე სულაბერიძე, როგორც ბევრი სხვა ამ დღეებში, გამოეხმაურა ამბავს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ქალბატონმა დაწერა, რომ საახალწლო ქალაქში ყოფნისას დაინახა, როგორ იყო დაკავებული სექსით წყვილი “რედისონის” სასტუმროს მეთხუთმეტე სართულზე, ვინაიდან წყვილს ფარდები გადაწეული ჰქონდა და ნომერიც გაჩახჩახებული. ქალბატონს არ დაეზარა და შვილთან ერთად სასტუმროს მისაღებში მივიდა, რათა ეს ამბავი გაეპროტესტებინა.

ამ ამბავს ფეისბუქზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, პროდიუსერ ნოე სულაბერიძისგანაც, რომელმაც დაწერა:

“რედისონის” მე-15 სართულის ნომერში რა ხდება, რა თქვენი საქმეა ან კიდე ბინოკლით როდემდე უნდა იყუროთ ვიღაცის საწოლში, მით უმეტეს ტურისტების, ვისაც ეგზოტიკური თბილისური ხედის ფონზე გაეხსნათ? )) და თან ესე ტოტალურად რატომ აშეარებთ ამ თემას? ))

მაგას ჯობია, სასარგებლო საქმით დაკავდეთ და ზაზა ფაჩულიას მისცეთ ხმა“ – წერს ნოე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here