ნოდიკო ტატიშვილი აშშ-ში სამი კონცერტის გასამართად ემზადება. მომღერალს ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა ელის. პირველი კონცერტი 11 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება, შემდეგ ნოდიკო ვაშინგტონში გადაინაცვლებს, სადაც 12 მაისს იმღერებს, მცირე ტურნე კი ფილადელფიაში 13 მაისს დაგეგმილი ღონისძიბეით დასრულდება.
ნოდიკოს ბოლო დროს საკმაოდ ბევრი კონცერტი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათ შორის ბოლო ახლახან ვენაში ჰქონდა.
კიდევ ერთი საინტერესო ვოიაჟი მომღერალს პარიზში ჰქონდა, სადაც თებერვალში ნესტან სინჯიკაშვილმა ახალ სიმღერაზე „ნუ განიკითხავ“ კლიპი გადაუღო.