ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპმა 7 თვეში 5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა

0
1686

ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ შვიდი თვის წინ ნანატრი დუეტი ჩაწერეს, ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე „ერთხელ წვიმიან ქალაქში“. მეგობრებმა და კოლეგებმა კლიპიც გადაიღეს, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის.

სიმღერა რადიოში მისი აჟღერებისთანავე ჰიტი გახდა, ხოლო ვიდეოს „იუთუბის“ საშუალებით რეკორდული რაოდენობის ნახვები დაუგროვდა, თრენდინგში კი პირველი ნომერი იყო დიდი ხნის განმავლობაში.

ახლახან თავად ნოდიკომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მისი და სალომეს კლიპი ხუთ მილიონზე მეტჯერ ჩართეს „იუთუბზე“, რაც ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია.

ვულოცავთ სალომესა და ნოდიკოს ამ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ მათი დუეტი ასევე წარდგენილია „ოქროს ტალღის“ კონკურსზე. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

თუკი გსურთ, რომ სალომესა და ნოდიკოს სიმღერამ გაიმარჯვოს ნომინაციაში „ხალხის რჩეული“, შეგიძლიათ შეხვიდეთ „ოქროს ტალღის“ საიტზე და 24 საათში ერთხელ დააფიქსიროთ თქვენი ხმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here