6.8 C
Tbilisi
Sunday, November 13, 2022

ნოდიკო ტატიშვილის „მე ვოცნებობდი“ – 15 წლის წინ დაწერილი სიმღერის ახლიდან დაბადება

დაახლოებით 15 წლის წინ დაწერილი სიმღერა, ნოდიკო ტატიშვილმა მე-3 სტუდიური ალბომისთვის მოამზადა, კლიპიც გადაიღო და პრემიერაც გამართა. სიმღერა „მე ვოცნებობდი“, რომელიც ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსს დავით მჭედლიშვილს ეკუთვნის, ნოდიკომ თავისი ინტერპრეტაციით იმღერა. ცოცხალი ინსტრუმენტალი მომღერალმა ისეთ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერა, როგორებიც უჩა მეტრეველი, პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე არიან. მუსიკალური პროდუსინგი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის. ვიდეო-რგოლის გადაღება კი ნოდიკომ ამჯერადაც ნესტან სინჯიკაშვილს ანდო.

Latest Posts

ბოლო სიახლეები