ნოდიკო ტატიშვილი გაზაფხულის პირველ დღეს განსაკუთრებულად შეხვდა. მის ბენდთან ერთად სოლოკონცერტი გამართა, სადაც მსმენელს მისი ახალი პროგრამა შესთავაზა. ცნობილი ჰიტები დამსწრე საზოგადოებისთვის მომღერალთან ერთად დათუნა მგელაძემ და სალომე ბაკურაძემაც შეასრულეს. მას შემდეგ, რაც ივენთის შესახებ დაანონსდა ბილეთები როგორც იტყვიან ელვის სისწრაფით გაიყიდა, ასე რომ მარტივი მისახვედრია, თბილმა, მეგობრულმა და მუსიკალურმა საღამომ ნოდიკო ტატიშვილის სიმღერების ფონზე ანშლაგით ჩაიარა.