ნოდიკო ტატიშვილი 11 მაისს კონცერტს ბენდთან ერთად გეგმავს. ლოკაცია ისევ რესტორანი „ოტიუმია“, სადაც მცირე ხნის წინ ასევე ჰქონდა კონცერტი, ბენდის თანხლებით.
Five-თან ერთად მუშაობა გარკევული პერიოდის წინ დაიწყო და მათმა ერთობლივმა პირველა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, რის შემდეგაც სწრაფადვე დაიგეგმა მეორე.
შესრულდება ყველა ის სიმღერა, რომელიც მსმენელს მომღერლის რეპერტუარიდან უყვარს. მათ შორისაა სიმღერები სალომე ბაკურაძესა და დათუნა მგელაძესთან ერთად. მეგობრები და კოლეგები ნოდიკოს სცენაზე სპეციალური სტუმრების სტატუსით დაუმშვენებენ გვერდს.
მაგიდების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.