ნოდიკო ტატიშვილი ახალ ალბომზე მუშაობს

0
108

ნოდიკო ტატიშვილი რიგით მეორე ალბომზე მუშაობს, რომელსაც მსმენელი მალე მოისმენს და იხილავს. ახალ დისკში შევა მსმენელისთვის ნაცნობი რამდენიმე სიმღერა, რომლებზეც კლიპებიც ნანახი გვაქვს. ესენია: “ვარდისფერი ნავი“, “ჩვენ შევძლებთ“ და ასევე სოფო გელოვანთან ერთად “ევროვიზისთვის“ ჩაწერილი კომპოზიციაც.

რაც შეეხება სიახლეებს, როგორც თავად ნოდიკომ გვითხრა, ალბომი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, იქნება როგორც პოპკომპოზიციები, ასევე რომანსები და ჯაზბალადა. კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძემ მომღერლისთვის ორი ახალი რომანსი დაწერა, შალვა ლონდარიძისა და რატი ამაღლობელის ლექსებზე, რომლებსაც დისკში აუცილებლად მოვისმენთ.

ალბომი ზაფხულში მზად იქნება, სექტემბერში კი მისი პრეზენტაცია შედგება. ალბომში მუსიკალური აკომპანემენტი თამუნა არჩვაძეს ეკუთვნის. ნოდიკო ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებას გეგმავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here