12.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

ნოდარიკო ხუციშვილი ზედიზედ მეორედ ჟიურის რჩეულია (ვიდეო)

ნოდარიკო ხუციშვილი ჟიურის ფავორიტია. ეს აშკარად ჩანს იმ უმაღლესი ქულებიდან, რომლებსაც ჟიურის წევრები მისთვის უკვე ზედიზედ მეორედ იმეტებენ. გუშინდელ ლაივზეც, მას შემდეგ, რაც ზვიად ბოლქვაძის ვერსიით, „ნიუტონის“ მუსიკალური თანხლებით, შეასრულა მამუკა ჩარკვიანის სიმღერა „ჩემი აღარ ხარ, მორჩა“, ჟიურის წარმომადგენლებიდან ყველამ მას 10 ქულა დაუწერა. შესაბამისად, ის კვლავ გახდა ტურის ლიდერი. მაყურებლის სიმპათია კი ისევ გიორგი კელაპტრიშვილმა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ლაივზე მონაწილეების რიგები დატოვა ვიოლეტა მგალობლიშვილმა.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები