ნოდარიკო ხუციშვილი: „35 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო!..“

0
1418

„რუსთავი 2“ 26 მაისს „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონის პირველ პრეკასტინგს თბილისში, „რუსთავი 2“-ის შენობაში ჩაატარებს. პოპულარული კონკურსი, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები სრულდება, საქართველოში, პირველ რიგში, ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა და მას ისეთი სახით წარუდგენს მსმენელს, რომ ძველი სიმღერები ხელახლა ჰიტდება.

ასევე პოპულარულები ხდებიან ის მომღერლები, რომელთაც ყოფნით გამბედაობა, მუსიკალურ კონკურსში გამოსცადონ თავი და დიდი მაყურებლის წინაშე წარდგნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.

ნოდარიკო ხუციშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც „მხოლოდ ქართულის“ წყალობით, პოპულარობა მოიპოვა და მსმენელისგან დიდი სითბო მიიღო. როგორც თავად გვითხრა ინტერვიუში, მისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში „მხოლოდ ქართული“?

ნოდარიკო ხუციშვილი:

მთელი ცხოვრება მელომანი ვიყავი, თუმცა არასდროს მდომებია, რომ სცენაზე გავსულიყავი. შეიძლება, აქაური ამბავიც მოქმედებდა, პერსპექტივას ვერ ვხედავდი დიდ სცენაზე. ის, რომ მუსიკაში ვიყავი, ჩემმა წრემ განაპირობა, ბევრი მუსიკოსი მყავდა გარშემო. ჩემს სიმღერას მაინც გართობის ფორმა ჰქონდა. ბედნიერი ვიყავი ამ გარემოში და იქიდან გამოსვლა არ მინდოდა. რა საქმესაც ვაკეთებდი, ისიც მიხაროდა.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here