„ნიუტონის“ ბაბი სცენას დაუბრუნდა (ფოტოები)

0
2192

პიანისტი და ვოკალისტი თამარ ბაბილუა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, ახლაც მკურნალობის პროცესშია. მცირე ხნის წინ მისი მდგომარეობა გართულდა და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რის შემდეგაც თავს კარგად არ გრძნობდა. მის დასახმარებლად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რათა კიდევ ერთი ოპერაციისა და მკურნალობის თანხა შეგროვებულიყო. მისმა მეგობრებმა საჭირო თანხის შეგროვება შეძლეს. სოცქსელში ბაბის არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა გამოუხატა მხარდაჭერა საჯაროდ. თავად ბაბიმ მოგვიანებით დაწერა, რომ ამგავრი სიყვარულის გამო თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა.

ბაბი ახლა შედარებით უკეთესადაა და მისი თაყვანისმცემლებისა და კოლეგების გასახარად, სცენას დაუბრუნდა. მან „ნიუტონის“ შემადგენლობაში „რუფტოპის“ ტერასაზე ახლახან კონცერტში მიიღო მონაწილეობა და პირველად გამოჩნდა ავადმყოფობის შემდეგ სცენაზე. ამ ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები სოცქსელში მან თავად გააზიარა.

„ფორტუნა“ მუსიკოსს გამოჯანმრთელებას უსურვებს!.. ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here