ნინუცა მაყაშვილის სკანდალურ განცხადებას ბესო ზანგურის შესახებ რუსთაველის თეატრი გამოეხმაურა

0
848

რუსთაველის თეატრის ოფიციალურ „ფეისბუქ-გვერდზე“ გამოქვეყნდა ძალადობის დამგმობი სტატუსი, სადაც აღნიშნულია, რომ თეატრი ემიჯნება ყოველგვარ, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას.

გთავაზობთ სტატუსს:

„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მისმა ყოფილმა მეუღლემ, ასევე მსახიობმა, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ნინუცამ მრავალი წლის შემდეგ ამ თემაზე საუბარი ია ფარულავას გადაცემაში გადაწყვიტა და აღნიშნა, რომ ის პირველად ბესო ზანგურმა მაშინ სცემა, როცა ორსულად იყო. ამ ძალადობას ბესოს ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში კი ცემას სისტემატური ხასიათი მიეცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here