ნინო სურგულაძის გრიმი, რომელშიც მომღერალს ვერ იცნობთ (ფოტო+ვიდეო)

0
1292

ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებელი, ნინო სურგულაძე ამჟამად იტალიაში, სადაც „აიდაში“ მთავარ პარტიას ასრულებს. მეცოსოპრანოს ამ სპექტაკლისთვის ახალი, ავატარის მსგავსი გრიმი გაუკეთეს, რომელშიც, მომღერალს, ფაქტობრივად, ვერ იცნობთ.

ნინო საგრიმიოროდან ჩაერთო „ფეისბუქზე“ და თავისი გრიმი, რომელიც სახის გარდა, სხეულზეც აქვს დატანილი, ასევე კოსტიუმი, სოციალურ ქსელში მეგობრებს აჩვენა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია.

ნინო ვიდეოში ამბობს, რომ ამ გრიმში თავადაც ეშინია საკუთარი თავის.

მომღერალს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამდენ ხანს უკეთებენ და დაშორებენ ამ გრიმს. როგორც ნინომ აღნიშნა, ორი საათი მხოლოდ მის დატანას უნდა სახესა და სხეულზე, ორი საათი კი – მოშორებას. გარდა ამისა, საკმაოდ რთულია ამ გრიმით სცენაზე გამოსვლა და სიმღერა. მოკლედ, დიდი ხელოვნება ზოგჯერ აშკარად მოითხოვს მსხვერპლს. ფოტო+ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here