5.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

ნინო სურგულაძე Netflix-ის ახალ სერიალში გადაიღეს

ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე  Netflix-ის ახალ სერიალში გამოჩნდება. „The Alienist“ ეკრანებზე 2018 წლის იანვარში გამოდის. მასში მთავარ როლებს დაკოტა ფენინგი, დანიელ ბრიული და ლიუკ ევანსი თამაშობენ. ნინო სურგულაძე ერთ-ერთ ეპიზოდში გადაიღეს.

„The Alienist“-ს მოკლე შინაარსი შემდეგნაირია: კრიმინალურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტი ხვდება ფსიქოლოგს, რომ მასთან ერთად გამოიძიოს მეცხრამეტე საუკუნის ნიუ იორკში მომხდარი სერიული მკვლელობები…

ნინო სურგულაძე:

რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო სერიალში მონაწილეობა. მომიწია სიმღერამ. მეტს ვერაფერს გეტყვით, კონტრაქტით არ მაქვს დამატებითი დეტალების გამხელის უფლება.

ჩემთვის დასამახსოვრებელი პროცესი გახლდათ. ამარჩიეს ჩემს მრავალს კოლეგას შორის. დაუკავშირდნენ ჩემს სააგენტოს და ჰკითხეს, შემეძლო თუ არა, სერიალში მონაწილეობას დავთანხმებოდი. თავად რეჟისორმა გადაწყვიტა ჩემი შერჩევა როლისთვის, ნახეს უამრავი მასალა, მოისმინეს ხმა, ნახეს სურათები და გაეცნენ ბიოგრაფიას. სხვათა შორის, „მეტიჩარა“ გამახსენდა, იქაც ველოდებოდი გარკვეული ხანი, როდის დამამტკიცებდნენ. ეს მთავარი როლი არ არის, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნოა, რადგან პირველ რიგში, ძალიან პრესტიჟულია და ეს ის სტიქიაა, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს (იღიმის).

ნინო მურღულია

https://youtu.be/q9867sT-Y1M

Latest Posts

ბოლო სიახლეები