ნინო ნადირაძეს მეუღლემ სიუპრიზი მოუწყო და დაბადების დღისთვის სამოგზაუროდ ჰოლანდიაში დაპატიჟა. ამსტერდამში ნინო და მისი ქმარი, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, გუგა კუზანოვი მშვენიერ დროს ატარებენ.
ნინომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ულამაზესი წითელი კაბა აცვია და დაწერა, რომ 96 წლის ასაკში კიდევ უფრო მაგარ ფოტოს გამოაქვეყნებს:
„46 წელი შემისრულდა და გპირდებით, 96 წლის ასაკში უფრო მაგარ ფოტოს დავდებ! მიყვარხართ ყველა, ვისაც ვუყვარვარ და ვისაც არა, კარგად იყვნენ“.