ნინო კუზანოვას და “ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტის, ქეთი დევდარიანის დაპირისპირება

0
3102

“ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ნინო კუზანოვას პროფესიონალიზმს, ეჭვქვეშ აყენებს. ექიმი ნინო კუზანოვა გუშინ სკანდალში გაეხვა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ჩემი ცოლის დაქალებში“ შეცდომა გაიპარა, კერძოდ, ნინოს თქმით, დაავადება, რომელიც სერიალის პერსონაჟს, ნათიას დაუდგინეს, ქალებს არ ემართებათ.

“ჩემი ცოლის დაქალებში” საწყალ გოგოს კენედის დაავადება რომ დამართეს, მხოლოდ კაცებს ემართებათ, X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული გენია…“ – დაწერა ნინომ.

აღნიშნულ სტატუსს გამოეხმაურა ქეთი დევდარიანი, რომელმაც კუზანოვას არგუმენტირებულად უპასუხა: “ნათიას დაავადებას ქალბატონი ნინო კუზანოვი Nino Nadiradze-kuzanova გამოეხმაურა და მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ ეს დაავადება მხოლოდ კაცებს ემართებათ და მაყურებელი შეცდომაში შევიყვანეთ. მაყურებელმა რომ მართლაც სიცრუეში არ იცხოვროს, აქვე დავდებ ლინკს, თუ რა ხდება სინამდვილეში” – უპასუხა ქეთი დევდარიანმა.

“ქ-ნო ქეთი, ამ სტატუსს ამდენი ამბავი თუ მოყვებოდა, არ მეგონა((( უბრალოდ, გავბრაზდი ამ უბედურ გოგოს, რომელსაც სერიალში ერთი ნორმალური კაცი არ ეღირსა, პლუს ისეთი დაავადება შეყარეთ, რომელიც ქართულ პოპულაციაში ჯერ არც ერთ ქალს არ ქონია! სერიალი კი ნამდვილად ძალიან მომწონს!” – ნინო კუზანოვი.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here