ნინო ჩხეიძის მწვავე პასუხი კოლეგებს – “ერთი კონცერტით ამბიციის მწვერვალზე ადიხართ…“

0
79

მომღერალი ნინო ჩხეიძე თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს, სადაც კოლეგებს მგლებს ადარებს.

“ახლა შემოვედი ფეისბუქზე და წავიკითხე ჩემი კოლეგების გვერდზე სხვადასხვა საინტერესო კომენტარი ჩემზე… მე, სიმართლე გითხრათ, არც მიმიღია ჩემ თავზე, რომ მათი რომელიმე ისტერიული სტატუსი მე მეხებოდა თბილისობის შესახებ… იმიტომ რომ, ორგანიზატორთან თუ მაქვს პრეტენზია, ეს რა თქმა უნდა, არ არის მათი საქმე. და არც ერთი მონაწილე არ მიგულისხმია.

მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს კოლეგებს თავიანთ თავზე მიუღიათ ჩემი სტატუსი და თავიანთ გვერდზე ბედნიერი სახეებით უყურებენ ჩემზე ცუდ კომენტარებს, ერთმანეთს მანუგეშებელ სიტყვებს სწერენ და ძალიან უნერვიულიათ.

აი, მართლა მაგრად “ტეხავს“, რომ ერთი კონცერტით ამბიციის მწვერვალზე ადიხართ… და მგლებად იქცევით…“

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, ნინომ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა: “თბილისობის კონცერტის სია ვინ შეადგინა, ძალიან მაინტერესებს… მინდა გავესაუბრო… ხუმრობის გარეშე მაინტერესებს“.

ამ და სხვა კრიტიკულ სტატუსებს კონცერტთან დაკავშირებით, მონაწილე მომღერლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნინი ბადურაშვილმა, აჩიკო ნიჟარაძემ, თაკო გაჩეჩილაძემ არანაკლებ მწვავე პოსტები დადეს და კოლეგები გააკრიტიკეს.