32.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

ნინო ჩხეიძესა და მელანია ტრამპს „დოლჩე და გაბანას“ ერთი და იგივე პალტო აცვიათ – „დამასწრო ჩაცმა და მეც გამოვამზეურე…“

მელანია ტრამპსა და ნინო ჩხეიძეს „დოლჩე და გაბანას“ ერთნაირი პალტოები აცვიათ. მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ერთ-ერთ ღონისძიებაზე აშშ-ს პირველი ლედი 2018 წლის ახალი კოლექციიდან ცნობილი ბრენდის ოქროსფერი დეტალებით გაფორმებული შავი პალტოთი გამოჩნდა, ნინო ჩხეიძის სოცქსელში ასევე აიტვირთა ფოტო, სადაც ქართველ მომღერალს ზუსტად იგივე პალტო აცვია. უცხოური პრესა წერს, რომ მელანია ტრამპის ამ პალტოს ფასი 3,595 დოლარია.

ნინო ჩხეიძეს დავუკავშირდით მცირე ინტერვიუსთვის ამ თემაზე.

ნინო, რა რეაქცია გქონდა, როცა ნახე, რომ მელანია ტრამპს ზუსტად შენნაირი პალტო აცვია?

სიმართლე გითხრა, მინდოდა, რაიმე პრეზენტაციაზე ჩამეცვა პირველად და აქამდე არ ჩამიცვამს, მაგრამ მელანიამ რომ ჩამაცვა და დამასწრო, მეც გამოვამზეურე (იღიმის).

სად შეიძინე ეს პალტო?

ახლახან ვიყიდე ვენაში. 2018 წლის ახალი კოლექციიდან არის.

გიყვარს ეს ბრენდი?

მიყვარს, ქალურია და სექსუალური. ამ ბრენდის ფეხსაცმელებიც მომწონს. კედებიც ვიყიდე, ძალიან მხიარული… „დოლჩე და გაბანას“ ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ რაღაცები მაქვს. ისე, უფრო მეტად „დიორისკენ“ ვიხრები ამ ბოლო დროს, ბევრი რამ მომწონს.

„შანელს“ უღალატე?

(იღიმის) ბოლომდე არ მიღალატია. „შანელის“ სათვალე შევიძინე ძალიან კარგი, ახალი კოლექციიდან.

ესეც ვენაში?

არა, სულ დავდივარ და ზოგ რაღაცას სად ვყიდულობ, ზოგს – სად. „შანელის“ სათვალე ლიმიტირებული კოლექციიდანაა, რომელიც მხოლოდ პარიზში ჰქონდათ.

სამოსს რის მიხედვით არჩევ?

რა მომიხდება, იმის მიხედვით. თავს კარგად უნდა ვგრძნობდე. არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული ბრენდი იყოს, მთავარია, მიხდებოდეს.

„დოლჩე და გაბანას“ პალტოს ფასს გაგვიმხელ?

ფასს ვერ ვიტყვი (იღიმის).

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები