12.8 C
Tbilisi
Monday, November 14, 2022

ნინო ჩხეიძე და ნიკა გვარამია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – „არც მე ვარ მზარეული…“

მალე „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი მუსიკალური შოუ იწყება, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები შესრულდება. კონკურსს სწორედ ასეთი სახელწოდება აქვს – „მხოლოდ ქართული“. როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძე, რომელიც „კომედი შოუზე“ „საქართველოს ფანოღის“ ჟიურის წევრი იყო, განაწყენებულია „რუსთავი 2“-ზე, რადგან, როგორც თავად წერს, მას ჰქონდა ამ არხზე ქართული სიმღერის კონკურსის გაკეთების იდეა, თუმცა ეს იდე დაბლოკეს და ახლა მის გარეშე ახორციელებენ.

ნინომ დაწერა:

„საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრა ტეხავს“.

ნინოს ამ სტატუსს გამოეხმაურა „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრი, სოფო ნიჟარაძე და მოგვიანებით, არხის დირექტორი, ნიკა გვარამიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნინო ჩხეიძე არასდროს განიხილებოდა „რუსთავი 2“-ზე არც ერთი მუსიკალური კონკურსის ჟიურიში.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მათი კამათიდან.

 

 

Latest Posts

ბოლო სიახლეები