ნინო ჭავჭავაძის შეუდარებელი შავი კაბა სიმონ მაჩაბელმა აღადგინა (ფოტოები)

0
1610

ნინო ჭავჭავაძის შავი კაბა, ულამაზესი საყელოთი, ქართველმა დიზაინერმა, სიმონ მაჩაბელმა აღადგინა. კაბა რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის შვილიშვილმა მოიხდინა.

ამის შესახებ მარინა გუნია წერს:

“ნინო ჭავჭავაძის შავი კაბა ერთადერთი შემონახული ფოტოსურთით აღადგინა დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა. კაბის ყველაზე დიდი სირთულე იყო საყელო – უზარმაზარი ნაქარგი უთხელეს შიფონზე. დღეს წინანდლის ყველა სტუმარს შეუძლია ნახოს -“წინანდლის შავი ვარდი”.

ფოტოზე: ჭავჭავაძეთა შთამომავალი,ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის შვილიშვილი, უმშვენიერესი მაია კოკოჩაშვილის ქალიშვილი, შეუდარებელი, იშვიათი სილამაზის ელენე გოგლიძე ნინოს კაბით”.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here