ნინო ბასილიას ფილმის “ანას ცხოვრების” მორიგი წარმატება

0
2660

ნინო ბასილიას ფილმმა, “ანას ცხოვრებამ” კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. საერთაშორისო კინოფესტივალზე “край света”, ფილმს პრიზი ორ ნომინაციაში გადაეცა. ანას ცხოვრებამ აიღო პრიზი საუკეთესი რეჟისურისთვის და მეორე პრიზი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ეკა დემეტრაძეს გადაეცა. კონკურსზე ძლიერი კონკურენცია იყო, გრან-პრი გერმანულმა ფილმმა აიღო.

ნინო ბასილიას ფილმი “ანას ცხოვრება” ქაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი. ფესტივალი 2016 წლის 15-24 ნოემბერს გაიმართება. “ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში, გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სურათი, ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. ფილმს უკვე აქვს 2 საერთაშორისო ჯილდო. კინოფესტივალის “CINEMA JOVE” გრან პრი და კინოფესტივალზე “Construir Cine” მოპოვებული მთავარი პრიზი Mer.

Anna's Life TRAILER from nino basilia on Vimeo.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here