ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა

0
1943

29 აპრილს, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატები გამოცხადდნენ. იაპონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ სიაში, დასახელებულია პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც დაჯილდოვდა ლენტით დამშვენებული “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით.

ნინო ანანიაშვილს ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის, კულტურულ ურთიერთობებეში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი, მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა. პრიმა-ბალერინასთვის მინიჭებული ჯილდო, კულტურის მოღვაწეთათვის იაპონიის მიერ დაწესებული ჯილდოებიდან ყველაზე მაღალი რანგისაა. ამ ორდენის კავალერი 2011 წელს, 86 წლის ასაკში, მაია პლისეცკაია გახდა.

იაპონიის საიმპერატორო ჯილდოს გადაცემა 1875 წელს დაიწყო, ხოლო დაჯილდოების დღევანდელი სისტემა 1964 წელს შეიქმნა. არსებობს ორი სახის -“ამომავალი მზის ორდენი“ და “წმინდა საგანძურის ორდენი“. ეროვნებით არა იაპონელი ჩვვეულებრივ “ამომავალი მზის ორდენით“ ჯილდოვდება. 2017 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 105 არა იაპონელი ლაურეატი შეირჩა და ამ რანგის ჯილდო მხოლოდ 34 ადამიანს მიენიჭა, ხელოვნების სფეროში კი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა. პრიმა-ბალერინას ჯილდოს 6 თვის შემდეგ ოფიციალურად გადასცემენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here