ნინო ანანიაშვილი მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის გადასარჩენად!..

0
2472

11 ოქტომბერს, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო ანანიაშვილის, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის და თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის მონაწილეობით გაიმართება გალაკონცერტი ქართველი რაგბისტის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის დასახმარებლად.

პირველ მოქმედებაში მაყურებელი ნახავს თანამედროვე ქორეოგრაფის საშა ევთიმოვას მიერ დასისთვის 2012 წელს დადგმულ ერთმოქმედებიან  ბალეტს „საიდუმლო ბაღი“. მეორე მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება საბალეტო დივერტისმენტი – დუეტები და ვარიაციები კლასიკური ბალეტებიდან. გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელიც შეასრულებს მიხაილ ფოკინის საბალეტო მინიატურას – „მომაკვდავი გედი“.

საღამო დასრულდება თანამედროვე ბალეტით „საგალობელი. ბალეტის პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე 2008 წელს შედგა.

გალაკონცერტს  კახი სოლომნიშვილი  უდირიჟორებს.

ბილეთები იყიდება ოპერის თეატრის სალაროში და tkt.ge-ზე, საღამო 19 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, საზარელ ავტოკატასტროფაში მოხვედრილი მორაგბე და მისი მეუღლე თურქეთში იმყოფებიან, სადაც მათ ძვირად ღირებული სარეაბილიტაციო კურსები სჭირდებათ. ნუცასა და გიორგისთვის უკვე შეგროვდა საკმაოდ სოლიდური თანხები, რითაც გიორგის რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ნუცას კი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება, რათა გავლა შეძლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here