მომღერალ ნინი წიკლაურს 23 მარტს პირველი შვილი შეეძინა. როგორც თავად წერს, დაიბადა საბა ტუღუში. მომღერალს სოცქსელში უამრავი ადამიანი ულოცავს, მათ შორის კოლეგები.
ნინიმ აშშ-ში იმშობიარა, სადაც რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან, თემო ტუღუშთან ერთად გაემგზავრა.
მისი შვილის დაბადებას ნინის მეგობარი, ნინი შერმადინიც ეხმაურება, რომელიც ასევე აშშ-ში ცხოვრობს:
„ჩემი ბაია დაიბადა. საბა ტუღუში. ბედნიერი, ჯანმრთელი და სასახელო ბიჭი გაგიზარდოს ღმერთმა! ნინი, უბედნიერესი დედიკო იყავი, ძალიან მიყვარხარ!..“