ნინი წიკლაური თხოვდება – ვინ არის მომღერლის რჩეული?!

0
174

მომღერალი ნინი წიკლაური თხოვდება – ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. შემსრულებელი სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკიდან საქართველოში ჩამოვიდა. ქორწინების ცერემონია 23 იანვარს შედგება.

ნინის რჩეულის ვინაობა სამწუხაროდ არ ხმაურდება, რადგან მომღერალი თავისი საქმროს შესახებ თითქმის არასდროს საუბრობს.

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა და თან შემდეგი წარწერა დაურთო: “ეს არის ჩემი პირველი საქორწინო საჩუქარი, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანებისგან, რომელსაც არასოდეს მოვიხსნი”.

Nini Tsiklauri gift

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here