23.8 C
Tbilisi
Wednesday, August 3, 2022

ნინი წიკლაური ფეისბუქს აუქმებს – “ბევრად მარტივად ვცხოვრობდი…“

მომღერალმა ნინი წიკლაურმა გადაწყვიტა, გააუქმოეს ფეისბუქი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა საკუთარ გვერდზე, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს:

“ვაუქმებ არაფრისმომტან facebook-ს :))) და საკონტაქტოდ ვიტოვებ მაილს და insragram-ს ❤ ninitsiklauri@gmail.com

ninitsiklauri

და გაითვალისწინეთ:

ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა!:) :))“

ნინის დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ნინი წიკალური:

ძალიან ცუდ ინფორმაციას ვიღებ ყოველდღიურად ფეისბუქის საშუალებით. ნეგატიური ინფორმაცია ბევრად მეტია, ვიდრე დადებითი. მისი გაუქმების გადაწყვეტილება იმან მიმაღებინა, რომ დღეს
დილას წავიკითხე, როგორ მოიკლა ბავშვმა თავი. არ შემიძლია ყოველდღე ამდენი ნეგატივის მიღება. ადრე ფეისბუქი გაუქმებული მქონდა და მივხვდი, რომ ბევრად მარტივად ვცხოვრობდი. საკონტაქტოდ ინსტაგრამი და იმეილი მაქვს.

მომღერლებისთვის ფეისბუქი საკმაოდ კარგი საშუალებაა, თუნდაც საკუთარი ნამუშევრების გასაზიარებლად…

ცხადია, ბევრი პლუსი აქვს. თუნდაც შენი პოზიციის ან ნა შრომის გასაჯაროებისთვის კარგი საშუალებაა, მაგრამ სხვა რამეს მოვიფიქრებ (იღიმის). ჩემს მეგობრებს აქვთ ფეისბუქი და თუ დამჭირდება, გამოვიყენებ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები