ნინი წიკლაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ მშობიარობის შემდეგ, მასა და მის შვილს გარკვეული საფრთხე ემუქრებოდათ, თუმცა ქართველი და ამერიკელი ექიმების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ამ პერიოდმა გადაიარა. ნინიმ აშშ-ში იმშობიარა და ახლახან სახლს დაუბრუნდა, ახლად შეძენილ შვილთან, საბასთან ერთად.
ნინიმ ამ თემაზე სოცქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რითაც საკუთარი მეგობრები ააფორიაქა. მას უწერენ, რომ არც კი იცოდნენ, რაიმე საფრთხე თუ ემუქრებოდა.
როგორც ნინი წერს:
„უფლის წყალობით, რამდენიმე კვირის შემდეგ მე და საბა სახლში ვართ!.. მადლობა ჩემს ერთგულ და მსოფლიოში საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში გვერდში მედგნენ ყველანაირი გაგებით, მადლობა ჩემს საუკეთესო ქართველ ექიმს, ნინო ქანთარიას და ამერიკელ ექიმთა უზარმაზარ გუნდს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემი და საბას სიცოცხლისათვის ❤️ მადლობა ყველას მოლოცვისთვის და მომიტევეთ გვიანი გამოხმაურება… პ.ს. ჩვენ დღეს სახლში ყოფნის პირველი დღე გვაქვს“.