ყველასთვის ცნობილი მომღერალი, ნინი წიკლაური და მისი მეუღლე, თემო ტუღუში მაისში ბიჭს ელდოებიან. ნინის ორსულობა მშვიდად და კარგად მიმდინარეობს, თუმცა ისინი მაინც ნერვიულობენ, მშობლის ამპლუაში როგორი იქნებიან და ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ აღზარდონ შვილი, ამისთვის კი ნინის სურს ორსულის კურსების გავლა „მინდა, ორსულის კურსები გავიარო, რომ უფრო მეტად ვიყო მომზადებული: სწორად გამოცვლა, სწორად თავის დაჭერა, ჭამა“.
რაც შეეხება თემოს ძალიან მზრუნველი ქმარი ყოფილა, როგორც მასზე მომღერალი ამბობს „10 ქალს უდრის ერთად აღებულს“. მოსიყვარულე წყვილს ბავშვის სახელიც მოფიქრებული აქვს – გეგა უნდათ რომ დაარქვან.
“როცა შვილს ელოდები, თუ ადამიანი ხარ, ძალაუნებურად, იცვლები, შეხედულებები გეცვლება, პასუხისმგებლობებიც გემატება, უფრო ღრმად იწყებ ბევრ რამეზე ფიქრს” – აცხადებს წიკლაურის მეუღლე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.