ნინი შერმადინმა, წლების შემდეგ, შვილის ამერიკაში საცხოვრებლად წაყვანა შეძლო

0
436

მომღერალი ნინი შერმადინი, წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ნინი ვერ ახერხებდა, რომ ქალიშვილი, მარიამ ციცაგი თავისთან წაეყვანა საცხოვრებლად. მარიამი ნინის დედ-მამასთან, საქართველოში იზრდებოდა.

მცირე ხნის წინ, ნინი შერმადინს დედ-მამა კოვიდის შედეგად გარდაეცვალა. ამ პერიოდს დაემთხვა ასევე ის ფაქტიც, რომ მომღერალმა შეძლო და შვილისთვის სპეციალური დოკუმენტაცია მოიპოვა.

ამის შედეგად, ნინიმ, როგორც იქნა, აისრულა დიდ ხნის ნატვრა და შვილი აშშ-ში ჩაიყვანა.

მან ჯერ აეროპორტში მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა აშშ-ში, ჩემო ძვირფასო“. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები, რომლებიც მანჰეტენზეა გადაღებული და აღნიშნა, რომ შვილმა სწორედ მანჰეტენის დათვალიერება სთხოვა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here