ნინი შერმადინი რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს, იქ მუშაობს და ერთ-ერთ რესტორანშიც მღერის. მომღერალი საქართველოში გარკვეული პერიოდულობით ჩამოდის და თავის ერთადერთ ქალიშვილთან შეხვედრის საშუალება მხოლოდ ასეთ დროს აქვს. მომღერალი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე თემა იყო და შვილთან დისტანციაზე ყოფნა არ სურდა.
როგორც ახლახან მისი „ფეისბუქ“-სტატუსიდან გაირკვა, ნინის პატარას აშშ-ში ცხოვრების უფლება მისცეს და ბედნიერმა დედამ ეს სასიხარულო ამბავი თავის მეგობრებს ამცნო.
ნინი შერმადინი:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის საემიგრაციო დეპარტამენტს ასეთი დაფასებისთვის და სიხარულისთვის. ჩემი მარიამოს საბუთები დამტკიცდა ❤ დიდი მადლობა ყველაზე მაგარ ადვოკატს ლევან ნათალიშვილს თანადგომისთვის და დახმარებისთვის. ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდა, მე და მარიამო ერთად დავუბრუნდებით აშშ-ს ❤❤❤ რაც შემეხება მე, აუცილებლად დავაფასებ და ყველაფერს ვიზამ, რომ ღირსეულად ვემსახურო ამერიკასაც და საკუთარ ქვეყანას ❤❤❤❤❤❤ დიდი მადლობა თქვენ ყველას, ვინც ასე მედექით გვერდით, ასე გიყვარვართ და მგულშემატკივრობთ❤❤❤❤❤❤ თქვენ გარეშე მე არავინ ვიქნებოდი ❤❤❤❤ მიყვარხართ გულში ძალიან“.