ნინი შერმადინის გეგმები ქართველ დიზაინერთან , რომელმაც კონტრაქტი “პაკო რაბანის“ პროდიუსერებთან გააფორმა

0
134

ნინი შერმადინი ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. მას პირველი ეთერი “ავტორადიოზე“, ნინო მურღულიას საავტორო გადაცემა “VIP ზონაში“ ჰქონდა.

ნინიმ ამერიკელ რეპერთან დუეტზე ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც თბილისში ოქტომბრის ბოლომდე გაიმართება. მომღერალს სურს, ალბომიც წარუდგინოს ქართველ საზოგადოებას. ნინიმ ამერიკულ ლეიბლთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მალე მზის სინათლეს იხილავს ალბომი, სადაც ყველა სიმღერის მელოდია და ტექსტი თავად ნინის ეკუთვნის.

ნინიმ ასევე ექსკლუზიურად გადაცემაში ისაუბრა იმ წარმატებაზე, რომელსაც ქართველმა დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა საფრანგეთში მიაღწია. როგორც აღმოჩნდა, მან “პაკო რაბანის “ პროდიუსერებთან კონტრაქტი გააფორმა და პარიზში საკუთარი მოდის სახლი გახსნა. დიზაინერის გეგმებში ნინი შერმადინთან თანამშრომლობაც შედის.