ნინი შერმადინი: „როდესაც შვილს არ ანახებენ, მამა არ არის ვალდებული, დედა და მისი მონაგარი არჩინოს მარტო იმიტომ, რომ მისი შემოსავალი ძალიან დიდია!..“

0
658

მომღერალი ნინო შერმადინი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ის არ არის ვალდებული ექსმეუღლე და მისი მონაგარი არჩინოს მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი შემოსავალი აქვს.

იხილეთ მომღერლის სტატუსი:

„ნიკოლოზ ბასილაშვილის მლანძღველთა ცალკე მიმდევრობაა ჩამოყალიბებული :)))

აქვე დავძენ, იკითხა ვინმემ, Saving ანგარიში ხომ არ აქვს გახსნილი ბავშვის სახელზე და იქ რიცხავს ალიმენტს ბავშვის სრულწლოვანებამდე :)) რასაც ამერიკაში განქორწინებული წყვილების 99 პროცენტი აკეთებს. როდესაც შვილს არ ანახებენ, მამა არ არის ვალდებული, დედა და მისი მონაგარი არჩინოს მარტო იმიტომ, რომ  მისი შემოსავალი ძალიან დიდია! ის ბავშვი იამაყებს ჩემპიონი მამით და სრულიად საქართველო ვამაყობთ! თქვენ კიდევ, ჯობია, თქვენს განვითარებაზე იზრუნოთ და არა სხვების პირად ცხოვრებაზე! Nikoloz Basilashvili, ჩვენ ვამაყობთ შენით!.. წარმატებები!

პ. ს. კიდევ გააზიარეთ, იქნებ ახალი სალანძღავი თემა მოგცეთ. ბუბა კიკაბიძე, ბერა, ამიკო და ახლა ნიკოლოზი კარგად გაერთეთ! პოზიტიური დილა ყველას“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here